ქველმოქმედების არქივი
April 2024
SuM T W ThF Sa
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17
18
19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30

 
 

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" 2014 წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" 2013 წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" 2012 წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" 2011 წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება ზარალის ანგარიში)
"ავერსის საქველმოქმედო ფონდის" 2010 წლის საქმიანობის ანგარიში და აღწერა
”ავერსის საქველმოქმედო ფონდის" 2010 წლის ფინანსური ანგარიშგება



ავერსმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

   2015 წლის 7 იანვარს,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში ჩატარდა საახალწლო შემოქმედებითი ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 60 პირის მონაწილეობით. ისინი იყვნენ, როგორც თბილისის ისე რუსთავის დღის ცენტრებიდან. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯ". შემოქმედებითი საახალწლო საღამო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" და კიდევ სხვადასხვა კომპანიების მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების ყველა მონაწილეს სასაჩუქრე ჩანთები დაურიგდა, რომელშიც იყო "ავერსის" მიერ მოწოდებული ჰიგიენური საშუალებები, პეჩენიები, ტანსაცმელი, "ბარამბოს" ტკბილეულობა...
ვესაუბრეთ ორგანიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ"-ის წარმომადგენელს ქალბატონ ნინო გულუას:
_ „ავერსის“ ქველმოქმედება საქართველოში საკმაოდ მასშტაბურია. მისი დახმარებით ჩვენმა ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არაერთხელ მიიღო დახმარება მედიკამენტების სახით. მისასალმებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ფასდაუდებელ ქველმოქმედებას ეწევიან.
ქველმოქმედება _ ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და ამეგობრებს ადამიანებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძას აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს. მადლობა „ავერსის“ მთელს გუნდს და პირადად ბატონ პაატა კურტანიძეს გვერდში დგომისთვის. ვისურვებდი, "ავერსის" ქველმოქმედება სხვებისთვისაც მისაბაძი ყოფილიყო. ჩვენმა ორგანიზაციამ ყველა კომპანიასა და ფონდს, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა, ღირსების სიგელი გადასცა, მათ შორის გახლავთ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი". მომავალში ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს „ავერსთან“ ერთად არა ერთი ღონისძიების ჩატარებას. ერთად ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება! მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და ყველას დიდი მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია  „ნაბიჯ-ნაბიჯ _ შტეპ ბყ შტეპ“ პარტნიორ ორგანიზაცია „Friends of the United Nations“-თან (USA)  ერთად 2011 წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თუმცა  ორგანიზაციის დამფუძნებლები და წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ გიორგი ქობალია, რომელიც 2002 წლიდან  პოსტვაქცინალური გართულების გამო ენცეფალომიელიტით დაავადდა, რამაც თავის მხრივ ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა განაპირობა. გიორგი 25 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ძალიან ბევრი ბარიერისა და წინააღმდეგობის გადალახვა შეძლო და დღეს საკუთარ გამოცდილებას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს უზიარებს.
საშობაო ღონისძიებით ორგანიზაციამ "ნაბიჯ-ნაბიჯ" და საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების თანადგომა, მათი მხარდაჭერა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეტლში მჯდომი ყოველი ადამიანი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება და დაფასება.
"ავერსი" კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

 


მოკლედ | ვრცლად


ავერსმა პატარებს საშობაო სიურპრიზი მოუწყო
 
  ექვს იანვარს "ილიაუნის" თეატრის ჰოლი პატარების ჟრიამულმა გაახალისა. ისინი აქ საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მოიწვია. სტუმართა შორის იყვნენ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და უნარშეზღუდული პატარები ასევე მრავალშვილიანი ოჯახები. ერთი სიტყვით ისინი, ვისაც "ავერსი" უკვე წლებია დახმარებას უწევს, მედიკამენტებითა და საჭირო მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფს. საახალწლო ღონისძიება შემოქმედებითი გაერთიანება "ფორტუნა 97-ის" ხელშეწყობით ჩატარდა. მათ საშობაო სპექტაკლი-მიუზიკლი "შენთვის ნაპოვნი ფერები" წარმოადგინეს.
"ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალიკო ბრეგვაძემ პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა:
_ "მინდა ყველას ბედნიერი ბავშვობა და რაც მთავარია, ჯანმრთელობა ვუსურვო. დღეს "ავერსი" ამ შესანიშნავ დღესასწაულს მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორებთან და პატარა მსახიობებთან ერთად შევეცადეთ ბავშვებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი საახალწლო სანახაობა და ერთი არაჩვეულებრივი დღე გვეჩუქებინა".
როგორც ფონდ "ავერსის" დირექტორმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, "ავერსი" ყოველთვის გამოირჩევა ქველმოქმედებით. ის ხშირად უწყობს პატარებს სიურპრიზებითა და დაუვიწყარი სანახაობით სავსე დღესასწაულებს:
_ "არც წლეულს ვუღალატეთ ტრადიციას და საახალწლო ღონისძიებაზე ბევრი პატარა დავპატჟეთ. ფონდი "ავერსი" მათ მუდმივად ეხმარება, თუმცა, ასეთ დღესასწაულებზე, დამეთანხმებით, განსაკუთრებით სჭირდებათ მოფერება, ყურადღება და სწორედ ამიტომ "ავერსმა" გადაწყვიტა მათთვის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი, სიურპრიზებით, საჩუქრებით სავსე დღე ეჩუქებინა"
პატარებს მართლაც ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს ჯადოსნურ გმირებთან, ქართული და უცხოური ზღაპრის პერსონაჟებთან, კეთილ თოვლის პაპასთან და მათთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად.
პატარა სტუმრებს სპექტაკლის დასასრულ ტკბილეული დაურიგეს. მათ ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად ფოტოები გადაიღეს და უამრავი დადებითი ემოციით, იმედებითა და საახალწლო განწყობით დაბრუნდნენ შინ.
"ავერსი" კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, სურვილების ასრულებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

მოკლედ | ვრცლად


ავერსი სამი ტყუპის დედას დახმარებას უწევს
  გასულ წელს, 20 ოქტომბერს ქალბატონ ლია ცინდელიანს სამი ვაჟი შეეძინა გიორგი, ნიკოლოზი და გაბრიელი. პაწიებს უკვე წელიწადი შეუსრულდათ და ამ ხნის მანძილზე სამი ტყუპის დედას საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" პერიოდულად ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით ეხმარება. დეკემბრის თვეში ფონდმა მას მორიგი საჩუქარი _ პამპერსები, შამპუნები, ბადუზანები, სველი ხელსახოცები და ბავშვთა მოვლის სრული კომპლექტი გადასცა.
_ ბატონ პაატას, როგორც მრავალშვილიან მამას პატივს ვცემდი. ამავდროულად, მას ვიცნობდი, როგორც უდიდეს ქველმოქმედს და მეცენატს _ აღნიშნა ქალბატონმა ლიამ _ ბავშვები რომ შემეძინა ხელისუფლების მისამართით უამრავი განცხადება დავწერე, თუმცა სამწუხაროდ დახმარება არ მიმიღია _  მომწერეს, სოციალურად დაუცველი არ ხარ და არ გეკუთვნისო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! საბოლოოდ საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" მივმართე, რადგან ბატონმა პაატამ კარგად იცის მრავალშვილიანობის ფასიცა და სირთულეებიც.  დამეთანხმებით, დღესდღეობით ერთი ბავშვის მოვლაც კი უდიდეს ძალისხმევასა და ფინანსებს მოითხოვს, 3 ტყუპი კი განსაკუთრებულად რთული მოსავლელია, როგორც ფიზიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რაც არ უნდა ფინანსურად ძლიერი იყოს ოჯახი, ასეთ ხარჯებს იოლად მაინც ვერ აუვა.
შეიტყო თუ არა ბატონმა პაატამ ჩვენი ოჯახის მდგომაროება, იმ დღიდან ჩემს პატარებს არც პამპერსი მოკლებიათ და არც მოვლის საშუალებები. პირდაპირ ვამბობ, რომ შვილები "ავერსის" ხელშეწყობით, მხარში დგომითა და დახმარებით გავზარდე. რომ არა ბატონი პაატას გულისხმიერება, სავარაუდოდ საზღვარგარეთ გადასახლება მომიწევდა. მე კი, მინდა, რომ ჩემი შვილები ქართველებად გავზარდო. როგორც იცით, სხვა ქვეყნებში არა თუ მრავალშვილიან ოჯახებს და ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას, როგორიც 3 ტყუპია, არამედ  ორი ტყუპის დედებსაც მყარ სოციალურ გარანტიებს სთავაზობენ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში _  თურქეთში, სომხეთში და რუსეთშიც
სხვა შეღავათების გარდა, კოლოსალურ ერთჯერად თუ ყოველთვიურ დახმარებას უნიშნავენ, კიდევ უფრო დიდია მხარდაჭერა ევროპის ქვეყნებში. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ყურადღებით არ ვართ განებივრებული, და ეს მაშინ, როცა სამ ვაჟკაცს ვუზრდი ქვეყანას.
ქართველები მომაკვდავი ერების სიაში ვართ შეყვანილი და ვფიქრობ, ერის გამრავლება და მრავალშვილიანებისათვის  ყველანაირი  პირობების  შექმნა ყველა ხელისუფალისთვის პრიორიტეტული  მიმართულება უნდა იყოს, რადგან თუ გადავშენდებით, ტერიტორიული მთლიანობაც და სკამებისთვის ბრძოლაც უკან დაგვრჩება.
იმ კერძო პირებისა და კომპანიების  მიმართ კი, ვინც ქველმოქმედებას ეწევა და საქვეყნო საქმეს ემსახურება, არა სანქციები, არამედ წამახალისებელი პოლიტიკა უნდა გატარდეს.
ბევრჯერ მივსულვარ საქველმომქედო ფონდ "ავერსში" და საკუთარი თვალით მინახავს, რამდენ ადამიანს ეხმარებიან. ღმერთს ვთხოვ, ბატონ პაატას, ამ ღვთისნიერ ადამიანს, ასმაგად დაუბრუნდეს ის, რასაც გასცემს, რადგან სწორედ მისნაირი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის კეთილდრეობა და მომავალი.

მოკლედ | ვრცლად

ავერსის მხარდაჭერით ნაციონალური ფესტივალი ჩატარდა
 
  18 დეკემბერს ეროვნულ უმცირესობათა მეცამეტე ფოლკლორული ფესტივალი, ტრადიციულად, კავკასიის სახლში ჩატარდა და, ასევე, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი "ავერსი" გახლდათ.
უკვე ოთხი წელიწადია, რაც საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის და მასთან არსებული სამუსიკო სტუდია "მომავალი ვარსკვლავების" მიერ ორგანიზებულ ფესტივალს დახმარებას უწევს.
წლეულს ფესტივალი საერთაშორისო სოლიდარობის დღეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანული, სლოვენური სახლისა და სომხური ნაციონალური ანსამბლები, ასევე მომღერლები მანანა მერაბიშვილის სტუდიიდან. სტუმრებს შორის კი კულტურის სამინისტოს წარმომადგენლებიც გახლდნენ.
ვესაუბრეთ ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელს დალილა გოროშიძეს:
_ "ავერსთან 2010 წლიდან ვთანამშრომლობთ და, რომ არა "ავერსი", ალბათ, ფესტივალი წლების წინ შეწყვეტდა არსებობას. ბატონი პაატა ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალს უდიდეს დახმარებას უწევს. ჩვენი მონაწილეებისთვის წლეულსაც არაჩვეულებრივი პრიზები მოგვიმზადეს _ მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, ასევე უგემრიელესი ორცხობილები თითოეულ მონაწილეს უნდა ვუწილადოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ არაჩვეულებრივი, კეთილშობილი ადამიანის მიმართ. ბატონო პაატა ვისურვებდი, რომ თქვენი სიკეთე წინ ასმაგად დაგხვედროდეთ.    
ფესტივალის მასშტაბი ჯერჯერობით თბილისს ვერ გასცდა, თუმცა კავკასიის სახლში საერთაშორისო სოლიდარობისადმი მიძღვნილმა ეთნოსების ერთიანობის ფესტივალმა, ისევე, როგორ გასულ წლებშიც, საკმაოდ ბევრ სტუმარს უმასპინძლა.
ვესაუბრეთ, ასევე აზერბაიჯანული მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის თავმჯდომარეს ჯეირან კურბანოვას:
_ მინდა ჩვენი ორგანიზაციისა და ყოველი ბავშვის სახელით უდიდესი მადლიერება გამოვხატო ბატონი პაატას მიმართ, რომელიც ასე ერთგულად გვიდგას მხარში და ჩვენს ფესტივალს სპონსორობას უწევს. ეს ღონისძიება ჩვენი პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი სიხარუით იღებენ მონაწილეობას ეთნოსების ერთიანობის იდეით ხორცშესხმულ ფესტივალში და საჩუქრები, რომლებსაც მათ "ავერსი" გადასცემს ძალიან ახალისებთ.  ვფიქრობ,  ეროვნული უმცირესობების კულტურული ერთიანობისა და მეგობრობის მხარდაჭერით, ავერსი ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურება.
ფესტივალის ორგანიზატორების გნცხადებით, სამომავლოდ ის ქვეყნის საზღვრებსაც გასცდება და უფრო მასშტაბურ ღონისძიებად გარდაიქმნება.

მოკლედ | ვრცლად

საქართველოს ქალთა საბჭოს მიმართ მუდმივ მხარდაჭერას გამოხატავს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი"
 
ორგანიზაცია საქართველოს ქალთა საბჭო ექვსი ათეული წელის წინათ ჩამოყალიბდა და დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, უდედმამო ბავშვებს, მარტოხელა ქალებს. საბჭოს  ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი მზექალა შანიძე ხელმძღვანელობს, ორგანიზაცია საქველმოქმედო ფონდ ”ავერსს” მედიკამენტებით დახმარებისთვის ხშირად მიმართავს.
19 მარტს ორგანიზაციამ სამადლობელი შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები: პოეტები, მუსიკოსები, ენათმეცნიერები, უბრალოდ საქართველო მოქალაქეები, ორგანიზაციის გულშემატკივრები, მათ შორის საქველმოქმედო ფონდ ”ავერსის” წარმომადგნელები. შეხვედრაზე შესრულდა სიმღერები, პოეტმა ქალმა მზია ხეთაგურმა საკუთარი ლექსები წაიკითხა. ქალთა საბჭოს ხელმძღვანელობამ  განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ”ავერსის” დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს იმ ქველმოქმედებისთვის რასაც ის მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.  ყველა მხარდამჭერ ორგანიზაციას სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 
 
 

ოლიმპიურ კომიტეტსა და "ავერსს" შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

  სპორტში მძიმე შრომის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია. ძლიერ დატვირთვას კი, ხშირად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსდევს. ამასთანავე, ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ. შესაბამისად, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება, ვერც სპორტულ არენაზე ასახელებს თავის ქვეყანას. ეს თემა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, როცა სოჭის ზამთრის ოლიმპიადა იწყება...
“ავერსისთვის” ქართული სპორტის მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია.
კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია, ალბათ, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, თავისი წვლილი შეეტანა ქართული სპორტის განვითარებაში _ უკვე მეხუთე წელიწადია, რაც მისი ინიციატივით მოქმედებს პროექტი, რომლის თანახმად  ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ _ ამ პირობებით 2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება. წლეულსაც 4 თებერვალს “ავერსის” კლინიკაში გაფორმდა შეთანხმება დახმარების მემორანდუმის გაგრძელების თაობაზე. ბრიფინგს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი;
ვიცე-პრეზიდენტები _ ელგუჯა ბერიშვილი და ნინო სალუქვაძე;
“ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე;
“ავერსის” კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და ქართული სპორტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები _ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.
დღემდე  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა პროექტის ფარგლებში 532 640 ლარის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს და 206 025 ლარის ღირებულების მედიკამენტები მიიღეს.
მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია “ავერსის” პრიორიტეტი გახლავთ.
როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდას და, საზოგადოდ, სპორტის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად:
_ "სასიხარულოა, რომ 2009 წელს დაწყებული ტრადიცია კვლავაც გრძელდება. ღმერთის წყალობით და ჩვენი შრომით გვაქვს საშუალება, გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე იშრომეს, იღვაწეს, ბევრი ოფლი დაღვარეს იმისათვის, რომ საქართველო ესახელებინათ. მემორანდუმის შესახებ იდეა სწორედ ამ სულისკვეთებით წარმოშვა _ ვეტერანი სპორტსმენებისთვის გაგვეწია სამედიცინო დახმარება და კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი პატივისცემა ამ დამსახურებული, ღვაწლმოსილი ადამიანების მიმართ. მნიშვნელოვანია მოქმედი სპორტსმენებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და მათი საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. ვინაიდან, ძალიან გვინდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებმაც ისევე გაუთქვან სახელი საქართველოს როგორც ჩვენმა სახელოვანმა ვეტერანებმა. ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ გასულ წლებში მოქმედ მემორანდუმს, ასე რომ, ყველა ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენი, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტი გაუწევს რეკომენდაციას "ავერსის" კლინიკებში  სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ და მათ ექიმის მიერ ყველა დანიშნული მედიკამენტიც უფასოდ გადაეცემათ. ქართველ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე წარმატებებს ვუსურვებთ, მოგეხსენებათ, სულ რამოდენიმე დღეში სოჭის ზამთრის ოლიმპიადა იწყება. მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს _ ცნობილი ფაქტია, რომ საბერძნეთში ოლიმპიადის დროს ომი წყდებოდა და ზავი იდებოდა. სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი შანსი, რომ მის წინაშე წამოჭრილი პრობლემები უფრო ეფექტურად და ადვილად გადაჭრას.
მინდა მადლიერება გამოვხატო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ბატონ ლერი ხაბელოვის მიმართ, რომელიც გამორჩეულად ზრუნავს მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებზე. ვფიქრობ, ეს ფაქტი თავად სპორტსმენებისთვისაც სასიამოვნო და დასაფასებელია. ასევე მისაბაძი და სამაგალითოა სხვა მსგავსი ასოციაციებისთვის. სპორტსმენებზე ზრუნვა თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია და ჩვენ ბედნიერად ვთვლით თავს, რომ ღმერთის წყალობით შეგვიძლია რაღაც წვლილი შევიტანოთ ქართული სპორტის განვითარებაში". როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგია:
_ "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა _ ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ. ბატონი პაატას ხელშეწყობით ყოველივე ამას სპორტსმენები უსასყიდლოდ იღებენ. ეს მართლაც დიდი საქმეა _ ქართულ სპორტს დიდი გულშემატკივარი ჰყავს, რაზეც მადლობას მოგახსენებთ ბატონო პაატა _ პროექტი ნამდვილად წაადგება ჩვენს სპორტს, რადგან არა მხოლოდ ვეტერანები, არამედ ნაკრების წევრები და მოქმედი სპორტსმენები, უმთავრესად, სწორედ ავერსის კლინიკაში იტარებენ სამედიცინო კვლევებს და ასევე ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით იღებენ მედიკამენტებს, რომლებსაც ექიმი უნიშნავთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ავერსმა 50%-ით გადააჭარბა მემორანდუმით გათვალისწინებულ ხარჯებს. სპორტსმენების რიცხვი კი, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა სულ უფრო და უფრო იზრდება.  მადლობა ბატონ პაატას ამ თანადგომისთვის. სპორტის ფედერაციის სახელით, ვეტერანი და წამყვანი სპორტსმენების სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ გულისხმიერებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ქართული სპორტის მიმართ.
მოგეხსენებათ, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვიღებთ. ამ ასპარეზზე დიდ წარმატებებს არ ველით, მაგრამ სპორტის პრინციპები უნდა დავიცვათ. ჩვენ ჩვენს გზას უნდა მივდიოთ. სპორტსმენები ემზადებიან ამ შეჯიბრებებისთვის, ასე რომ ჩვენი ვალია, მათ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ.  სასურველია, ამ თამაშებში რაც შეიძლება მეტმა სპორტსმენმა მიიღოს მონაწილეობა" _ აღნიშნა ბატონმა ლერიმ.
“ავერსის კლინიკის” გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებულ მემორანდუმში მონაწილეობა:
_ "დღეს "ავერსისთვის" და ოლიმპიური კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. კიდევ ერთი წლით გრძელდება შეთანხმება, რომელიც პირველად 2009 წლის თებერვალში დაიდო. ამ ხნის განმავლობაში კლინიკამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაუწია კომიტეტის მიერ წარდგენილ სპორტსმენებს. თანამედროვე სპორტში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება. სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე კი მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო სამსახურის სრული დატვირთვით, გამართული მუშაობაც. "ავერსის" კლინიკაში ეს სამსახური უმაღლეს დონეზე გახლავთ აღჭურვილი, თუმცა დიდ დატვირთვას ვეღარ აუდიოდა, გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ ახალი აპარატურის შერჩევა, შეძენა და სარეაბილიტაციო სამსახურის სრული განახლება მოხდა. თებერვლის თვეში კლინიკაში გაიხსნება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე აპარატურით, აუზით და ყველა იმ საჭირო ინვენტარით რაც აუცილებელია როგორც სპორტული ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, ასევე სხვა დაავადებების მქონე პაციენტთა სამკურნალოდ".
ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ აღნიშნა, რომ სისტემატური სამედიცინო კონტროლი სპორტსმენისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ვარჯიში:
_ "ამ პროექტის წყალობით იმედიანად ვართ _ არ გვეშინია, რომ წამლის შესაძენად თანხა არ გვეყოფა, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულებას ვერ ავანაზღაურებთ... მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალი ანაზღაურებაა, დაბალი ხელფასებია და სპორტსმენებსაც უჭირთ. ამიტომ მათთვის რთულია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსს" იმ თანადგომისთვის, რასაც ჩვენი სპორტსმენებისა და ვეტერანების მიმართ იჩენს. ბატონი პაატა კურტანიძე უდიდეს საქმეს აკეთებს, ყველა სპორტსმენის სახელით მადლობას ვუხდი ეროვნული საქმის ერთგულებისთვის. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ "ავერსის" კლინიკაში სამედიცინო სერვისები უმაღლეს დონეზეა".
მართლაც, სპორტსმენს ძლიერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანა უწევს, ამიტომ მისთვის სამედიცინო მომსახურება ხშირად ცხოვრების წესად იქცევა ხოლმე. მემორანდუმი ყოველწლიურად ფორმდება და პროექტი კვლავაც გაგრძელდება.
“ავერსი” საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უსურვებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.



მოკლედ | ვრცლად

26 იანვარს გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდენახსა და ვეჯინში, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან და მათ მშობლებთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ბავშვთა ცენტრმა საქველმოქმედო ფონდ ავერსის და სხვა ორგანიზაციების თანადგომით ჩაატარა. ბავშვებს ავერსისგან  საჭირო მედიკამენტები და მოვლის საგნები გადაეცათ.

  


ფონდმა "ავერსმა" ბავშვებს მედიკამენტები გადასცა

  12 ნოემბერს უკვე მესამ
ედ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია "ჩემი მშვენიერი გიორგობის თვე", რომლის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიონის სინერგია" გახლავთ. ეს ორგანიზაცია 2011 წლის 5 აგვისტოს დაფუძნდა და უკვე მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთებაც მოასწრო. ხელმძღვანელმა ლიკა ბებურიძემ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ტრადიციას დაუდო საფუძველი _ ნოემბრის თვეში საკუთარ დაბადების დღეს, შესანიშნავ დღესასწაულს აწყობს, თუმცა არა თავისთვის, არამედ იმ პატარებისთვის, ვისთვისაც საჩუქრები, ზეიმი და სხვადასხვა გასართობი არც თუ ხშირი ბედნიერებაა. წლეულს "ჩემი მშვენიერი გიორგობის თვე" საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზაციამ თბილისის №177 საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოთეატრ "რუსთაველში" ანიმაციური ფილმის "მოღრუბლულების" სანახავად მიიწვია. სეანსის შემდგომ პატარებს ტკბილეულითა და ნაყინით გაუმასპინძლდნენ, საჩუქრები დაურიგეს და "ავერსის" მედიკამენტების ნაკრებიც გადასცეს_ "კავკასიონის სინერგია" საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს პრობლემური ბავშვების მიმართ. ვცდილობთ, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და დიალიზზე დამოკიდებულ პატარებს ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან და ჩვენი სიყვარულითა და მზრუნველობით არიან გარემოცულნი. დღეს სიყვარულისა და გულისხმიერების დეფიციტია. მოზარდებს შორის სუიციდის მცდელობები გახშირდა. ურთიერთობებს ვერ აწყობენ მშობლებთან, პედაგოგებთან, საკუთარ თავში იკეტებიან და პრობლემები უჩნდებათ. უამრავი კითხვა აქვთ, პასუხი კი _ არა. "ჩემი მშვენიერი გიორგობის თვეც" ამ მიზანს ემსახურება _ ბავშვებმა ხშირად უნდა იგრძნონ საზოგადოების მხრიდან ყურადღება. ამასთან, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარ დაბადების დღეს კეთილ საქმეს აკეთებ _ ერთ შესანიშნავ, სიხარულითა და სითბოთი სავსე დღეს ჩუქნი ბავშვებს. ამჯერად სკოლაში შევარჩიეთ ბავშვები რომლებიც მრავალშვილიანი ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან არიან. დღეს ჩვენთან სტუმრად ამ კატეგორიის 50 ბავშვია. მათ ეს დღესასწაული დიდხანს დაამახსოვრდებათ. სასიამოვნოა, რომ ამ კეთილ საქმეში ჩვენს გვერდით არიან "ავერსი", "თოლია" და თავად კინოთეატრ "რუსთაველის" ადმინისტრაცია. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ჩვენს ორგანიზაციას უკვე მეორედ დაეხმარა. დიდი მადლობა მათ ამ სიკეთისთვის.  
"ჩემი მშვენიერი გიორგობის
თვე 3" არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ერთიანობის ასოციაციის" მხარდაჭერითაც განხორციელდა.
ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის იანა ხუციშვილის თქმით, ლიკა მებურიძემ უამრავ სასიკეთო საქმეს დაუდო საფუძველი:
_ სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი გრანტებისა და დაფინანსების გარეშე მან შეძლო პატარებისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა, "ავერსის" ხელშეწყობით არა მხოლოდ ზეიმი მოაწყვეს, არამედ, მედიკამენტებითაც უზრუნველყვეს პატარ
ები. შემოდგომაზე ყველაფერი იძინებს _ ბუნება იძინებს, ჩვენ კი შევეცადეთ გაგვეხალისებინა და გაგვეცოცხლებინა ეს დღე. შემოვუერთდით ამ წამოწყებას და სოლიდარობა გამოვუცხადეთ ორგანიზატორებს.
მაკა ჩხაიძე აბაიშვილი 177 საჯარო სკოლის პედაგოგი მათემატიკოსი გახლავთ. მოწვეულ ბავშვებს ის კინოთეატრში ახლდათ:
_ ორგანიზაცია "კავკასიონის სინერგიამ" თავად მოგვმართა და გვთხოვა შეგვერჩია ბავშვები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ეს დღე პატარებს დიდხანს დაამახსოვრდებათ. მადლობას ვუხდით
არასამთავრობო ორგანიზაციას, ქალბატონ ლიკას, საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და ყველა იმ კომპანიას, ვინც ამ დღესასწაულის მოწყობაში თავისი წვლილი შეიტანეს. სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები, ორგანიზაციები და საქველმოქმედო ფონდები, ვინც უანგაროდ ზრუნავენ პატარებზე.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას.


საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ პენსიონერებს ეხმარება

   საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა" და საქართველოს პენსიონერთა რესპუბლიკურ კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ფონდი კომიტეტს ყოველთვიურად განსაზღვრული ღირებულების მედიკამენტებით დაეხმარება.
პენსიონერთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბატონმა ადერკინ კოპლატაძემ აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმოკლე და მარტოხელა პენსიონერებისთვის:
_ "მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო საქველმოქმედო ფონდ “ავერსის" მიმართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც მემორანდუმის პირობების თანახმად გვიწევს. ვფიქრობ, ყოველი პენსიონერის აზრს გავაჟღერებ თუ ვიტყვი, რომ მატერიალურ დახმარებაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ის დაფასება და თანადგომაა, რომელსაც ფონდი "ავერსი" ჩვენს მიმართ იჩენს. პენსიონერი მოსახლეობა საზოგადოების დამსახურებული, ღირსეული ნაწილია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის კეთილდღეობისათვის, მომავალი თაობების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის შრომობდა და იღვწოდა. საქართველოში რამდენიმე ასეული პენსიონერი ცხოვრობს. ჩვენს კომიტეტში აღრიცხულია ათობით ათასი პენსიონერი, ვისაც საქველმოქმედო ფონდ “ავერსის" მიერ მოწოდებულ მედიკამენტებს გავუნაწილებთ. საჭირო პრეპარატებით იმ პენსიონერებს დავეხმარებით, ვისაც სხვებთან შედარებით უფრო უჭირს და რეალურად სჭირდება დახმარება. კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ “ავერსს" და უდიდეს ქველმოქმედს ბატონ პაატა კურტანიძეს იმ თანადგომისთვის, რასაც პენსიონერთა მიმართ იჩენენ" _ აღნიშნა პენსიონერების რესპუბლიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
როგორც საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მემორანდუმი ერთი წლის ვადით გაფორმდა.
ფონდისთვის მსგავსი მემორანდუმი პირველი პრეცედენტი არ გახლავთ. "ავერსმა" ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის თანახმად ფონდი უკვე წლებია ეხმარება ოლიმპიური კომიტეტის მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს. როგორც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საპენსიო კომიტეტთან გაფორმებული მემორანდუმიც ასეთივე ტრადიციად იქცევა და ქვეყნის ღვაწლმოსილი, დამსახურებული საზოგადოება ფონდის მხრიდან თანადგომას არაერთხელ იგრძნობს.

საქველმოქმედო ფონდი “ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!  

 

 

ქველმოქმედება უფლისგან ბოძებული ნიჭია

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა: “მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის ქმნის შესაძლებლობა მოგვცაო”. მართლაც ორგანიზაციამ დაარსების დღიდან უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბევრ გაჭირვებულ ადამიანს გაუწია შემწეობა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის 148ა. ტელ: (995 32) 298-78-60 (149)

 

საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი"-ს მიერ 2015 წლის მარტის თვეში გაწეული დახმარებები:
აფხაზეთის ხსნის ფონდი__1,188.72 საჭირო მედიკამენტებით.
ბოლნისის სათნოების სახლი__194.58 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
დუშეთის რაიონის ინვალიდთა კავშირი__447.8 პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონი__2,536.52 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
მსოფლიოს ბავშვთა მეგობრობის ცენტრი მზის დროშა__1,546.75 საჭირო მედიკამენტებით და მოვლის საგნებით.
ორგზანიზაცია ”ნაბიჯ-ნაბიჯ”__1,315.94 მოვლის საგნებით და ორცხობილით.
პანსიონატი "იმედის ექო"__515.9 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები__1,169.13 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი__12,107.00 ფინანსურად და მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
საქართველოს პენსიონერთა კავშირი. იმერეთის სამხარეო__624.08 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
სსიპ ანდრია რაზმაძის სახ.ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა__1,250.00 ფინანსურად.
ქუთაისის შოტკან კარატე-დო ფედერაცია__1,000.00 ფინანსურად.

საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი"-ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები:
ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბი-თბილისი__161.44 პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
დუშეთის რაიონის ინვალიდთა კავშირი__355.4 პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
ნოე ჟორდანიას სახ. განვითარების ფონდი__2164.93 მედიკამენტებით და მოვლის საგნებით.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი__17822.57 საჭირო მედიკამენტებით და ფინანსურად.
საქართველოს პენსიონერთა კავშირი. იმერეთის სამხარეო__692.57 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
საქართველოს პენსიონერთა ლიგა__799.69 საჭირო მედიკამენტებით.
საქართველოს რაგბის კავშირი__4920.2 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
საქართველოს უსინათლოთა კავშირი (1ფილიალი)__801.21 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
საქველმოქმედო საზოგადოება ყველა ასაკისთვის ამაგდარი__877.9 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
საქართველოს პენსიონერთა კავშირი__211 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
ჰუმანიტარული კავშირი ზესტაფონის "კათარზისი" სათნოების სახლი__1317.43 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონი (ტრეფიკინგი)__1461.05 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.
ქუთაისის შოტკან კარატე-დო ფედერაცია__1,000.00 ფინანსურად.

საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი"-ს მიერ 2015 წლის იანვრის თვეში გაწეული დახმარებები:
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი__16331.68 მათთვის საჭირო მედიკამენტებით და ფინანსურად
საქველმოქმედო კავშირი ”ქომაგი”__697.06 პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
საქართველოს პენსიონერთა კავშირი__1267.85 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება__346.2 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალი__456.11 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
ააიპ უზრუნველი სიბერე__552.8 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
გწყალობდეთ ვასთირჯი და ვიცხოვროთ ერთად - ივმა ცარამ"__583.75 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
ბოლნისის სათნოების სახლი__356.8 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
ს.ს.ი.პ. სოფ. ბარეთის საჯარო სკოლა__324.45 პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონი__1446.07 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
მოხუცთა და ინვალითა სახლი სიკეთის ლამპარი__668.8 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება__1072.75 მათთვის საჭირო მედიკამენტები.
საქართველოს ქალთა საბჭო__521.09 მოვლის საგნები.
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი__1400 ფინანსურად.
ფოკის დედათა მონასტერი__1500 ფინანსურად.
ქუთაისის შოტკან კარატე-დო ფედერაცია__1000 ფინანსურად.
საქართველოს პენსიონერთა კავშირი (იმერეთის რეგიონი)__964.56 მათთვის საჭირო მედიკამენტებით.




საქველმოქმედო ფონდ ავერსსა და ოლიპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

  2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად  ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. მემორანდუმი ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება. წლეულსაც 7 თებერვალს საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა” და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება დახმარების მემორანდუმის გაგრძელების თაობაზე. ბრიფინგს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი; ვიცე-პრეზიდენტები _ ელგუჯა ბერიშვილი და მამუკა ხაბარელი; “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; საქველმოქმედო ფონდი "ავერსის" დირექტორი ქეთევან ნემსაძე; “ავერსის” კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და ქართული სპორტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები _ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.
დღემდე  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებისათვის ნახევარმიოლიონამდე ლარია დახარჯული: ფინანსური - 192 442 ლარი, სამედიცინო მომსახურებაზე - 117 572, ხოლო მედიკამენტებზე -141 248,72 ლარი. მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა საქველომოქმედო ფონდ “ავერსის” პრიორიტეტი გახლავთ. ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
როგორც ოლიმპიური კომიტეტის რიგით უკვე მეხუთე პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგია:

_ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევისთანავე წამოვჭერით, გახლდათ “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმის გაგრძელება. ეს მართლაც წარმატებული პროგრამაა _ ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ. ბატონი პაატას ხელშეწყობით ყოველივე ამას სპორტსმენები უსასყიდლოდ იღებენ. ეს მართლაც დიდი საქმეა _ ქართულ სპორტს დიდი გულშემატკივარი ჰყავს, რაზეც მადლობას მოგახსენებთ ბატონო პაატა _ პროექტი ნამდვილად წაადგება ჩვენს სპორტს, რადგან არა მხოლოდ ვეტერანები, არამედ ნაკრების წევრები და მოქმედი სპორტსმენები, უმთავრესად, სწორედ ავერსის კლინიკაში იტარებენ სამედიცინო კვლევებს და ასევე ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით იღებენ მედიკამენტებს, რომლებსაც ექიმი უნიშნავთ. წარმატებები, რაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად თქვენი დამსახურებაც არის. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თქვენ დაგაჯილდოვათ საპატიო ჯილდოთი ნიშნად იმის, რომ მემორანდუმი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია. იმედია, რომ, თქვენი მხარდაჭერით, ის კიდევ მრავალი წელი იმუშავებს...
სპორტის ფედერაციის სახელით, ვეტერანი და წამყვანი სპორტსმენების სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ გულისხმიერებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ქართული სპორტის მიმართ _ აღნიშნა ბატონმა ლერიმ.
_  “მადლობელი ვარ ღმერთის, რადგან მაქვს საშუალება, რომ ჩემმა კომპანიამ დახმარება გაუწიოს როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან სპორტსმენებს _ აღნიშნა “ავერსის” დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ _ სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის “ავერსთან” გაფორმებული მემორანდუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ. სასიხარულოა ისიც, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დამაჯილდოვა, როგორც სპორტის ქომაგი და მეცენატი _ მათი წარმომადგენლები გვესტუმრნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტი დღემდე არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა და, ამმხრივ, ქართველებს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული...
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ “ავერსისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სპორტის მიღწევები.
სპორტი უდიდეს შრომასთან და ასევე სერიოზულ სამედიცინო ტრავმებთან არის დაკავშირებული... ვინაიდან სამედიცინო სფეროში ვმოღვაწეობთ, გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქართული სპორტის განვითარებაში _ გაგვეკეთებინა მაქსიმუმი რაც ჩვენზეა დამოკიდებული... ამიტომ წელს კვლავ ვაგრძელებთ ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალ ხელმძღვანელობას: ბატონ ლერის და ვიცე-პრეზიდენტებს, რომ გამოხატეს სურვილი, კვლავ გაეგრძელებინათ “ავერსთან” ხელშეკრულება. თავისთავად ცხადია, ახალი გუნდი კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით მოვიდა კომიტეტში და სურვილი აქვთ, სპორტსმენებმა მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინონ... ჩვენც ვეცდებით მაქსიმალურად მხარში დაგიდგეთ. დიდ მადლობას ვუხდი, ასევე, სპორტსმენებს, იმ წარმატებებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს”...
 “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ კი აღნიშნა, რომ დიდ სპორტში წარმატების მიღწევა მძიმე შრომის გარეშე რთულია. ძლიერ დატვირთვას კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსდევს, სწორედ ამიტომ საქველომოქმედო ფონდ “ავერსსა” და კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი ქართული სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
_  თანამედროვე სპორტში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება. უკვე მეხუთედ ფორმდება მემორანდუმი ს
აქველმოქმედო ფონდ "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის. მე როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი, ვამაყობ, რომ ჩვენი კლინიკა ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს და 2009 წლიდან დღემდე უამრავ სპორტსმენს გაეწია სამედიცინო მომსახურება, რომლის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. ეს პროექტი დღეს კიდევ ერთი წლით გაფორმდა და იმედი გვაქვს, რომ კვლავ გაგრძელდება.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ აღნიშნა, რომ სისტემატური სამედიცინო კონტროლი სპორტსმენისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ვარჯიში:
_ ამ პროექტის წყალობით იმედიანად ვართ _ არ გვეშინია, რომ წამლის შესაძენად თანხა არ გვეყოფა, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულებას ვერ ავანაზღაურებთ... ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ ავერსის კლინიკაში სამედიცინო სერვისები უმაღლეს დონეზეა. სპორტი დიდ დატვირთვასთან არის დაკავშირებული და ტრავმები ასაკის მატებასთან ერთად შეგვახსენებს ხოლმე თავს. ბატონი პაატა კურტანიძე უდიდეს საქმეს აკეთებს, მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ყველა სპორტსმენის სახელით მადლობას ვუხდი ეროვნული საქმის ერთგულებისთვის. მართლაც, სპორტსმენს ძლიერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანა უწევს, ამიტომ მისთვის სამედიცინო მომსახურება ხშირად ცხოვრების წესად იქცევა ხოლმე. მემორანდუმი ყოველწლიურად ფორმდება და პროექტი კვლავაც გაგრძელდება.
“ავერსი” საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უსურვებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს!
მოკლედ | ვრცლად

საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა”" და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გრძელდება

   2011 წლის 3 იანვარს გაფორმდა მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდ "ავერსსა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის, რომლის თანახმად, მღვდელ-მონაზვნები და სასულიერო პირები საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ფინანსური და მატერიალური დახმარებით, უფასოდ მიიღებენ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს და ისარგებლებენ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებით. მემორანდუმი პირველად შპს "ავერსი-ფარმასა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2009 წელს გაფორმდა და 2010  წლიდან სასულიერო პირებზე ზრუნვა საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" განაგრძო.


საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება

     მრავალშვილიანთა დახმარების პროექტი, რომელიც ”ავერსმა”  2005 წლიდან დაიწყო ხუთ და მეტშვილიანი ოჯახების მატერიალურ თანადგომას ითვალისწინებს. 2010 წლიდან მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვას  საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" აგრძელებს.


     
 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად