რაციონალის არქივი
March 2024
SuM T W ThF Sa
     1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
29
30
31

 
 

      გრანდიოზული პროექტი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე მძლავრი ფარმაცევტული წარმოების, “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და იგი მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.
      როგორც ევროპულმა გამოცდილებამ ცხადყო, მედიკამენტების წარმოების უმაღლესი საფეხური  (Good Manufacturing Practice და Food and Drug Administration) სტანდარტია, რომელიც მთელს მსოფლიოში გახლავთ აღიარებული და სწორედ ამ სტანდარტის გათვალისწინებით აშენდა “ავერსი-რაციონალიც”.
      ამდენად, “ავერსი-რაციონალი” აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის ამერიკული, იაპონური, ინგლისური, გერმანული და იტალიური  წარმოების დანადგარებით.
      უდიდესი ყურადღება მიექცა შენობაში შემავალი ატმოსფერული ჰაერის ფილტრაციასაც. “ავერსი-რაციონალში” სულ სამი ზონაა: საწარმოო ანუ სუფთა და ორი კონტროლირებადი (შესაფუთი განყოფილება და საწყობები). პირველში, სადაც წარმოების უმნიშვნელოვანესი პროცედურები მიმდინარეობს, ჰაერი 24 საათის განმავლობაში საათში ოცჯერ იცვლება, შესაფუთ განყოფილებებში – საათში ათჯერ, საწყობებში კი ჰაერცვლა საათში ხუთჯერ ხდება.
      საწარმოში დამონტაჟებულია გერმანული წარმოების ავტომატური სავენტილაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ჰაერი საწარმოო ზონაში შეღწევამდე იწმინდება. ჯერ პირველად, შემდეგ მეორად ფილტრში, საბოლოოდ კი ოთახშივე დამონტაჟებულ აბსოლუტურ ფილტრს გაივლის. ამ პროცესის პარალელურად სპეციალური დანადგარების მეშვეობით ხდება ჰაერის ორთქლით დატენიანებაც, რათა იგი ამ რთული პროცედურების გავლისას არ გამოშრეს.
      იფილტრება საწარმოდან გამოსული ჰაერიც, რაც ატმოსფეროს დაბინძურებისგან იცავს.
      უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ უახლესი აპარატურით გახლავთ აღჭურვილი “ავერსი-რაციონალის” შიდა ლაბორატორიაც, სადაც დამონტაჟებული მოწყობილობით შესაძლებელია ნედლეულის ზუსტი ქიმიური ანალიზი. მედიკამენტის ხარისხი მოწმდება წარმოების ყველა ეტაპზე, დაწყებული საწყისი ნედლეულიდან და შესაფუთი მასალებიდან, დამთავრებული მზა პროდუქციით.
      პარალელურად პროდუქცია იგზავნება ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სადაც ხდება მისი მიკრობიოლოგიური შემოწმება.
     პირველი მედიკამენტი “ავერსი-რაციონალმა” მოსახლეობას 2005 წლის მაისში შესთავაზა. ამჟამად ავერსი-რაციონალი” 143 დასახელება მედიკამენტის 234 პოზიციას აწარმოებს. წარმოების მიერ გამოშვებულმა პრაქტიკულად ყველა მედიკამენტმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საქართველოს ბაზარზე (ამით ქართველ მომხმარებელს საშუალება მიეცა, ევროპული ხარისხის მედიკამენტები გაცილებით იაფად შეიძინოს), ისე მის ფარგლებს გარეთაც: 2006 წელს ექსპორტი განხორციელდა ყირგიზეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში.
     “ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  წარმატება აგრეთვე არის ისიც, რომ დასრულდა ISO-ს სტანდარტების დანერგვა, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ხარისხის მართვის აღნიშნული სისტემის (ISO 9001) შექმნა და დანერგვა გერმანულ ჰოლდინგთან, “TUV Industrie Service”-სთან ერთად წარმოებდა. 2006 წლის 13 დეკემბერს “ავერსი-რაციონალმა” მიიღო "ISO 9001" სერთიფიკატი.
    ორწლიანი მუშაობის შემდეგ ”ავერსი-რაციონალში” გერმანული კომპანია TÜV-ის ინსპექტორების მიერ დანერგილ იქნა მსოფლიო სტანდარტები როგორც ევროპული, ასევე ამერიკული მოთხოვნების მიხედვით. 2008 წლის 10 ნოემბერს ”ავერსი-რაციონალისთვის” გამოწერილ იქნა სერთიფიკატი, რომელიც მიუთითებს, რომ ავერსის წარმოება შეესაბამება ევროპულ Good Manufacturing Practice და ამერიკულ Food and Drug Administration სტანდარტებს. ყოველწლიურად ხდება ISO, GMP  და FDA სტანდარტების შესაბამისობაზე საკონტროლო აუდიტი, რომელსაც ”ავერსი-რაციონალი” წარმატებით გადის. ეს არა მხოლოდ "ავერსის", არამედ მთელი საქართველოს უდიდესი წარმატებაა.
    “ავერსი-რაციონალი” მთლიანად მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. აქ თითოეული თანამშრომელი ურთულესი გამოცდებისა და კონკურსის შედეგად მოხვდა. უშუალოდ მუშაობის დაწყებამდე კი რამდენიმე მათგანი მივლინებით უნგრეთში, ირლანდიასა და აშშ-ში გაიგზავნა, სადაც მათ საკვალიფიკაციოდ სპეციალური ტრეინინგი გაიარეს. გარდა ამისა, საქართველოში რამდენიმეჯერ საგანგებოდ მოიწვიეს უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც საწარმოს თანამშრომლებს საჭირო სემინარები ჩაუტარეს. სწავლების პროცესი დღემდე არ დასრულებულა და ის მუდმივად გრძელდება. 

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად