გინგკო ბილობა
(Ginkgo biloba)

გინგკო ბილობას სამშობლო იაპონიაა. ეს ხემცენარე, რომლის ტოტებსაც იაპონურ მარაოსავით გადაშლილი ფოთლები ამშვენებს და გარგარისოდენა ვერცხლისფერი ნაყოფით არის დახუნძლული, პირველად იაპონიაში, ჰოლანდიის საელჩოში მოღვაწე ექიმმა, გვარად კემფერმა შეამჩნია. სწორედ მან  დაიწყო გინგკო ბილობას მეცნიერული შესწავლა და მედიცინაში მის გამოყენებას დაუდო საფუძველი. სახელიც კემფერმა დაარქვა – “გინგკო ბილობა” იაპონურ ენაზე “ვერცხლისფერ ნაყოფს” ნიშნავს.
XVIII საუკუნეში გინგკო ბილობამ ევროპაში შეაღწია, 50 წლის შემდეგ კი ამერიკაში, თუმცა თავდაპირველად მცირედი გაუგებრობა გამოიწვია. საქმე ის არის, რომ გინგკო ბილობა ორსქესიანი მცენარეა ანუ არსებობს მისი მამრობითი და მდედრობითი ვარიანტები. როდესაც ბაღში ორივე სქესის მცენარე ხარობს, გამრავლება იოლად ხორციელდება, მაგრამ ევროპელებმა მდედრობით ნერგებს რატომღაც საფრანგეთში უკრეს თავი, ხოლო მამრობითს – ინგლისში. შედეგად მცენარემ გამრავლება შეწყვიტა. როგორც კი სელექციონერები ამას მიხვდნენ, “პაემნის ადგილი” მოამზადეს და მონატრებული ხეები დააწყვილეს.
ასეთივე გაუგებრობა მოხდა გერმანიაში, სადაც სხვადასხვა სქესის ნერგები სხვადასხვა ქალაქში აღმოჩნდა, თუმცა გამჭრიახმა გერმანელებმა შეცდომა მალე გამოასწორეს. ამ გაუგებრობის გარკვევაში იყვნენ, როდესაც გოეთემ პირველად ნახა გინგკო და მოიხიბლა. ლექსიც კი მიუძღვნა, სახელად “გინგკო ბილობა”, და ხოტბა შეასხა მცენარის ფოთლებს, რომელთა ფორმაშიც მოსიყვარულე სულების ერთიანობის სიმბოლო ამოიცნო. როგორც ჩანს, მისმა თანამემამულეებმა ამიტომაც შეარქვეს გინგკოს “გოეთეს ხე”.
გინგკო ბილობა მრავალმხრივ სამკურნალო თვისებებს ავლენს. უმთავრესად ქსოვილების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა:
. ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტეროლის დონეს;
. ხელს უშლის თრომბების გაჩენას;
. ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს;
. ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას;
. არეგულირებს სისხლის წნევას;
. ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების დაზიანებაში.
გინგკო ბილობას ექსტრაქტი ძალზე ეფექტურია მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, მხედველობის, სმენის გასაუმჯობესებლად, ძალების მოსაკრებად.
გინგკო ბილობას ექსტრაქტის ეფექტს მიღების მეშვიდე-მეათე დღეს შეიგრძნობთ. მკურნალობის სტანდარტული კურსი ერთ თვემდე გრძელდება, მაგრამ ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად რამდენიმეთვიანი კურსის ჩატარება მოგიწევთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად