კვანძოვანი ქირურგია

 

 
                                  ევროპული ინტიმური საშუალება,
        რომელიც აუმჯობესებს ქალისა და მამაკაცის ცხოვრების ხარისხს

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაკლიკეთ 
www.saugella.ru

 საუგელა დერმოლიქვიდო-ლურჯი ხაზი.
თხევადი საპონი ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის შვილოსნობის ასაკის ქალბატონებისთვის. 250 მლ.

თხევადი საპონი ინტიმური ჰიგიენისთვის, სალბის ექსტრაქტით, მატონიზირებელი ეფექტით. pH 3,5 უზრუნველყოფს და ინარჩუნებს pH-ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას შვილოსნობის ასაკის ქალებში, იძლევა ყოველდღიური ბუნებრივი დაცვის გარანტიას.
შემადგენლობა: სალბის ექსტრაქტი, ქოქოსის ზეთი, რძემჟავა, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ pH –ს და სხვა კომპონენტები (სრული შემადგენლობა იხილეთ შეფუთვაზე).
გამოყენება: თხევადი საპნის მცირე რაოდენობა წაისვით გარეთა სასქესო ორგანოებზე და კარგად ჩამოიბანეთ.

ინტიმური ჰიგიენა  
ბევრ ქალს მიაჩნია, რომ თუ ინტიმური ჰიგიენის საშუალება იყიდება აფთიაქში, ესეიგი მას მხოლოდ დაავადების დროს იყენებენ. მაგრამ სასქესო ორგანოებს სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა ყოველდღე, და ჩვეულებრივი საპონი უბრალოდ არაა განკუთვნილი ამ მიზნისთვის.
“საუგელა დერმოლიქვიდო”- გამოიყენება ყოველდღიურად შვილოსნობის ასაკის ქალებში. რეგულარული გამოყენება იძლევა ბუნებრივი დაცვის და ინფექციურ-ანთებითი პროცესების პროფილაქტიკის გარანტიას.
რძემჟავა აწესრიგებს და ინარჩუნებს pH–ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას შვილოსნობის ასაკის ქალებში. შემადგენლობაში შემავალი სალბის ექსტრაქტი კი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.


 საუგელა დერმოლიქვიდო-ლურჯი ხაზი.
გამწმენდი ხელსახოცები ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის შვილოსნობის ასაკის ქალბატონებისთვის. 10 ხელსახოცი პაკეტით.

გამწმენდი ხელსახოცები ინტიმური ჰიგიენისთვის, გამოდის სალბის ექსტრაქტის ხსნარით გაჟღენთილი რბილი და მტკიცე ქსოვილის სახით, მატონიზირებელი ეფექტით. pH 4,5 უზრუნველყოფს და ინარჩუნებს pH-ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას შვილოსნობის ასაკის ქალებში, იძლევა ეფექტური ჰიგიენისა და სისუფთავის შეგრძნების გარანტიას დღეღამის ნებისმიერ დროს.
ჩვენება: სხვადასხვა პირობებში გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურის ჩატარება შვილოსნობის ასაკის ქალებში.
გამოყენება: გარეგანად, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.
შემადგენლობა: ნატურალური კომპონენტები, რძემჟავა, რომელიც უზრუნველყოფს pH-ს(დაწვრილებით იხ.კოლოფზე)
 


 საუგელა ატივა-მწვანე ხაზი.
თხევადი საპონი ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით, შვილოსნობის ასაკის ქალბატონებისთვის. 250 მლ.


თხევადი საპონი ინტიმური ჰიგიენისთვის, ბეგქონდარას ექსტრაქტით, აქტიური დამცავი ეფექტით. pH 3,5 უზრუნველყოფს და ინარჩუნებს pH-ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას შვილოსნობის ასაკის ქალებში.
შემადგენლობა: ბეგქონდარას ექსტრაქტი, ქოქოსის ზეთი, რძემჟავა, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ pH–ს და სხვა კომპონენტები (სრული შემადგენლობა იხილეთ შეფუთვაზე).
გამოყენება: თხევადი საპნის მცირე რაოდენობა წაისვით გარეთა სასქესო ორგანოებზე და კარგად ჩამოიბანეთ. 

ინტიმური ჰიგიენა
გიფიქრიათ როდესმე, თუ რატომ უწოდებენ კრიტიკულ დღეებს ასე? ეს არის პერიოდი, როდესაც ორგანიზმი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და სერიოზულ გამოცდებს უნდა გაუძლოს. ასეთ დღეებში ინტიმური ჰიგიენის ჩვეულებრივი საშუალებების მოქმედება არასაკმარისია და საჭიროა განსაკუთრებული მოვლა.
“საუგელა ატივა” საშუალებაა ქალის ინტიმური ჰიგიენისთვის კრიტიკულ დღეებში. საჭიროა მისი გამოყენება სხვა, ორგანიზმისთვის განსაკუთრებულ, სიტუაციებშიც: ორსულობისას და მის შემდეგ, ინფიცირების რისკის ადგილებში ყოფნისას (აუზი, პლაჟი, მოგზაურობის დროს). 
“საუგელა ატივა”-ს ახასიათებს აქტიური დამცავი, დამამშვიდებელი და მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა.


 საუგელა ატივა-მწვანე ხაზი.
გამწმენდი ხელსახოცები ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით, შვილოსნობის ასაკის ქალბატონებისთვის. 10 ხელსახოცი პაკეტით

გამწმენდი ხელსახოცები ინტიმური ჰიგიენისთვის, გამოდის ბეგქონდარას ექსტრაქტის ხსნარით გაჟღენთილი რბილი და მტკიცე ქსოვილის სახით. ეფექტური ინტიმური ჰიგიენის გარანტია დღეღამის ნებისმიერ დროს. pH4,5 უზრუნველყოფს და ინარჩუნებს pH-ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას შვილოსნობის ასაკის ქალებში.
ჩვენება: შვილოსნობის ასაკის ქალებში გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები სხვადასხვა პირობებში
• მენსტრუაციის დროს
• ორსულობის დროს და მის შემდეგ
• ინფიცირების რისკის მქონე ადგილებში ყოფნისას (აუზი, სავარჯიშო დარბაზი, პლაჟი, მოგზაურობის დროს და ა.შ.)
• შარდის მცირე შეუკავებლობის დროს უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად
გამოყენება: გარეგანად, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.
შემადგენლობა: ნატურალური კომპონენტები ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, რძემჟავა, რომელიც უზრუნველყოფს pH-ს(დაწვრილებით იხ.კოლოფზე).


 საუგელა პოლიჯინი-ვარდისფერი ხაზი.
თხევადი საპონი ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის, გოგონებისთვის სქესობრივ მომწიფებამდე და ქალბატონებისთვის მენოპაუზის ასაკში. 250 მლ
 

თხევადი საპონი ინტიმური ჰიგიენისთვის, გვირილის ექსტრაქტით, გამაგრილებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით. ნეიტრალური pH 7 უზრუნველყოფს და ინარჩუნებს pH-ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას ქალებში მენოპაუზის დროს და გოგონებში სქესობრივ მომწიფებამდე (მენსტრუალური ციკლის დადგომამდე).
შემადგენლობა: ბისაბოლოლი (გვირილის ზეთი), ბეგქონდარა და სხვა კომპონენტები. 
გამოყენება: 
თხევადი საპნის მცირე რაოდენობა წაისვით გარეთა სასქესო ორგანოებზე და კარგად ჩამოიბანეთ.  

ინტიმური ჰიგიენა

ქალის ორგანიზმი გადის რამდენიმე ფიზიოლოგიურ ეტაპს და თითოელი მათგანი ხასიათდება გარკვეული ჰორმონალური ცვლილებებით. სწორედ ამიტომ ერთი და იგივე ჰიგიენური საშუალება არ შეიძლება ერთნაირად შეესაბამებოდეს ყველა ასაკს.
“საუგელა პოლიჯინი”- საშუალებაა ქალბატონებისთვის მენოპაუზის დროს და გოგონებისთვის მენსტრუალური ციკლის დადგომამდე. შვილოსნობის ასაკის ქალებმა შეიძლება გამოიყენონ პერიოდულად დამამშვიდებელი ეფექტისთვის.
“საუგელა პოლიჯინი” უზრუნველყოფს სათუთ დაცვას, ინარჩუნებს pH–ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას (ნეიტრალური). გვირილის ეთერზეთს აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. 


 საუგელა პოლიჯინი-ვარდისფერი ხაზი.
გამწმენდი ხელსახოცები ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის, გოგონებისთვის სქესობრივ მომწიფებამდე და ქალბატონებისთვის მენოპაუზის ასაკში. 10 ხელსახოცი პაკეტით

გამწმენდი ხელსახოცები ინტიმური ჰიგიენისთვის, გამოდის გვირილის ექსტრაქტის ხსნარით გაჟღენთილი რბილი და მტკიცე ქსოვილის სახით, გამაგრილებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით. ნეიტრალური pH 7 უზრუნველყოფს და ინარჩუნებს pH-ის ფიზიოლოგიურ მნიშვნელობას ქალებში მენოპაუზის დროს და გოგონებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში (მენსტრუალური ციკლის დადგომამდე).
ჩვენება: გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური მოვლა სხვადასხვა პირობებში
• ყოველდღე ქალებისათვის მენოპაუზის დროს და გოგონებისთვის სქესობრივი მომწიფების პერიოდში
• გამაგრილებელი და დამამშვიდებელი მოქმედებისთვის ყველა ასაკის ქალებში
გამოყენება: გარეგანად, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.
შემადგენლობა: ნატურალური კომპონენტები (დაწვრილებით იხ. კოლოფზე)


 საუგელა მამაკაცებისთვის.
თხევადი საპონი ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის, ინფიცირების პროფილაქტიკისა და დეზოდორირების ეფექტით. 250 მლ.
 

თხევადი საპონი ინტიმური ჰიგიენისთვის, იტალიური უკვდავას ექსტრაქტით, სისუფთავისა და დეზოდორირების ეფექტით სხეულისთვის და ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის მამაკაცებში.
შემადგენლობა: უკვდავას და მიხაკის ხის (ევგენოლი) ექსტრაქტი
თვისებები: ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური, გამაგრილებელი და მადეზედორირებელი. ზომიერი ქაფწარმოქმნა ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებების მცირე რაოდენობის გამო.
ჩვენებები:
• მამაკაცების და ბიჭების ყოველდღიური ჰიგიენა.
• პროფილაქტიკა: ფიმოზების, ჰერპესის გამწვავების (განსაკუთრებით დიაბეტიან მამაკაცებში).
• ბალანიტების და ბალანოპოსტიტების კომლექსურ მკურნალობაში.
• პროფილაქტიკის მიზნით სამკურნალო ღონისძიებების შემადგენლობაში საზარდულის ეპიდერმოფიტიების დროს.
• მომატებული ოფლიანობისას.
• ინტიმური სიახლოვის დროს ორსულ ქალთან ან ქალთან, რომელსაც ხშირად აქვს ვულვოვაგინიტი.
გამოყენება: თხევადი საპნის მცირე რაოდენობა წაისვით ტანზე და გარეთა სასქესო ორგანოებზე და კარგად ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ყოველდღე.

ყურადღება!

დელიკატური ბრუტალური სურნელი და მდგრადი  ეფექტი.


     
 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად