კვანძოვანი ქირურგია

 

 
 <<< უკან

 სახის კანის მკვებავი საშუალებები

 სახის კრემი ინტენსივი (მშრალი კანისთვის)

უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ კვებასა და დატენიანებას, ზრდის კანის მიერ წყლის შეკავების უნარს, აჩქარებს კანის უჯრედთა რეგენერაციულ პროცესებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, მატებს სიმკვრივესა და ელასტიკურობას. მასში შემავალი E ვიტამინი და რეტინოლი ამცირებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას.


 დამატენიანებელი კრემი შარდოვანათი და ვიტამინ E-თი (ყველა ტიპის კანისთვის)

უზრუნველყოფს ოპტიმალურ დატენიანებას და ხელს უშლის კანის გამოშრობას. ტოსკანური ექსტრა კლასის ზეითუნისა და შიის ხის ზეთების კომბინაცია კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის. ადვილად იწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან ბზინვარებას.
გამოყენების წესი: გაწმენდილ სახეზე, კისერსა და დეკოლტეს მიდამოში ყოველ დილას წაისვით კრემის თხელი ფენა.


 ღამის კრემი (ყველა ტიპის კანისთვის)

ინოვაციური ფორმულა პირველადი ცივი წესით დამუშავებული ზეითუნის ზეთით და აღმდგენი კერამიდებით. ატენიანებს და კვებავს კანს, ახდენს უჯრედების რეგენერაციას მთელი ღამის განმავლობაში, აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას. კრემი გაჯერებულია ვიტამინებითა და ჟოჟობას ექსტრაქტით.
გამოყენების წესი: გაწმენდილ სახეზე, კისრისა და დეკოლტეს მიდამოში წაისვით ყოველ ღამე.


 სახის კრემი (ნორმალური და მშრალი კანისთვის)

შეიცავს ნატურალური ზეითუნის ზეთის, ნუშის ზეთის, ავოკადოსა და ხორბლის ზეთებში შემავალი აქტიური ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას. კვებავს და იცავს, აღადგენს და ატენიანებს კანის უჯრედებს, უბრუნებს სიმკვრივესა და ელასტიკურობას. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ფერს.
 


1  2  3  4  5  6  7  8  9  შემდეგი გვერდი >>>

       

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად