კვანძოვანი ქირურგია

 

 
 <<< უკან      თანამედროვე კოსმეტიკა ბალტიისპირეთიდან


  ჭინჭრის შამპუნი __ ნატურალური ჭინჭრის ექსტრაქტით

ამაგრებს თმის ძირებს, ანიჭებს ბუნებრივ ბრწყინვალებას და მოცულობას. ჭინჭრის ექსტრაქტი აუმჯობესებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას და ამცირებს თმის ცვენას. მიზანშეწონილია შამპუნის ყოველდღიური გამოყენება დაზიანებული, სუსტი თმის მოვლისათვის. 

  შამპუნი მუქი ფერის თმისთვის __ ქარვისა და მუხის ქერქის ექსტრაქტით

შამპუნი შექმნილია სპეციალურად მუქი ფერის თმის მოვლისთვის. იცავს თმას გამოშრობისაგან. აღადგენს მის დაზიანებულ სტრუქტურას. მუხის ქერქის ექსტრაქტი ანიჭებს მუქ თმას ბრწყინვალებას. ქარვის ექსტრაქტი იცავს თმის ძირებს და ანიჭებს თმას განსაკუთრებულ სირბილეს და ელასტიურობას. 

  ლუდის შამპუნი __ ლუდის საფუარის ექსტრაქტით

ლუდის საფუარი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების, პროტეინებისა და ამინომჟავების ბუნებრივ წყაროს. შამპუნი ნატურალური ლუდის საფუარით ამაგრებს დაზიანებულ თმას. ანიჭებს ბუნებრივ ბრწყინვალებას. ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს და აქრობს ქერტლს. რეკომენდებულია ყველა ტიპის თმისთვის. 

  კვერცხის შამპუნი __ ლეციტინით

ანიჭებს თმას სიცოცხლისუნარიანობას და ბუნებრივ ბრწყინვალებას. ნატურალური კვერცხის ლეციტინი აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას და კვებავს თავის კანს. ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების უკეთ შეწოვის პროცესს. აუმჯობესებს თავის კანის და თმის  ფოლიკულების მდგომარეობას. რეკომენდებულია მშრალი, შეღებილი და დაზიანებული თმისთვის. 

  ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი __ ხორბლის ცილებით

შესანიშნავად აცილებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს. აქტიური ნივთიერება - კლიმბაზოლი ებრძვის ქერტლს. ხორბლის ექსტრაქტი აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას. ამაგრებს თმას და ანიჭებს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას. უნარჩუნებს თავის კანს ბუნებრივ pH-ს. 

1  2  3  4   შემდეგი >>>

     

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად