კვანძოვანი ქირურგია

 

 
 <<< უკან

 ტანისა და ხელის მოვლის საშუალებები

 ტანის ბალზამი

ჟოჟობას ზეთი, E ვიტამინი და აფრიკული შიის ხის ზეთი უზრუნველყოფს კანის ოპტიმალურ კვებასა და დატენიანებას. ხელს უწყობს უჯრედთა რეგენერაციული პროცესების გააქტიურებას, მატებს კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას.


 ცელულიტის საწინააღმდეგო ლოსიონი

დამზადებულია ნატურალურ ზეითუნის ზეთზე, აწესრიგებს ლიპიდურ ბალანსს და ამკვრივებს კანს. კერამიდები აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, არეგულირებს სინოტივეს, ხელს უშლის ტონუსის დაკარგვას და "ფორთოხლისებრი კანის" წარმოქმნას.

 დასაბანი გელი ხელებისა და ტანისთვის

უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ზეითუნის ზეთზე დამზადებული ორიგინალური დასაბანი გელი. პირველადი ცივი წესით დამუშავებული ტოსკანური ზეითუნის ზეთის, ჟოჟობას ზეთის, ვიტამინ E-სა და პანთენოლის კომბინაცია ნაზად წმენდს და უვლის თქვენს კანს, უნარჩუნებს მას ბუნებრივ ბალანსს.


 ხელის კრემი

უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებას, აღადგენს და ხანგრძლივად იცავს ხელის დაზიანებულ კანს. ამცირებს აქერცვლას, ქავილს და დაჭიმულობის შეგრძნებას, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალებისა და ქლორირებული წყლის ზემოქმედებას. კრემში შემავალი ნატურალური ზეითუნისა და ჟოჟობას ზეთები უნარჩუნებს ხელის კანს სიგლუვესა და ხავერდოვნებას.
 


1  2  3  4  5  6  7  8  9  შემდეგი გვერდი >>>

       

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად