ცენტროვიტი
მოქმედება: ცენტროვიტი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი A - 800 მკგ; ვიტამინი B1 - 1.4 მგ; ვიტამინი B2 - 1.6 მგ; ვიტამინი B3 - 18 მგ; ვიტამინი B5 - 6 მგ; ვიტამინი B6 - 2 მგ; ვიტამინი B9 - 200 მკგ; ვიტამინი B12 - 1.0 მკგ; ვიტამინი H - 150 მკგ; ვიტამინი C - 75 მგ; ვიტამინი E - 10 მგ; ვიტამინი K - 30 მკგ; კალციუმი - 200 მგ; ფოსფორი - 125 მგ; მაგნიუმი - 100 მგ; კალიუმი - 80 მგ; რკინა - 5 მგ; იოდი - 100 მკგ; თუთია - 5 მგ; სპილენძი - 1 მგ; მოლიბდენი - 80 მკგ; ქრომი - 60 მკგ; სელენი - 30 მკგ. ვიტამინი D3 - 5.0 მკგ (200 სე);
ჩვენება:
- მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა; - გადაღლა და სტრესი; - არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება; - ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა; - რეაბილიტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
უკუჩვენება: ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შპს "ავერსი-რაციონალი" საქართველო.
|